Sunday, August 11, 2013

მოძიებული ინფორმაცია შეესაბამება დავალების მიზანს
0  -  1
ტექსტური ინფორმაცია და ვიზუალური ინფორმაცია შესაბამისობაშია
0  -  1
სეუძლია  მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება
0  -  1
დაცულია თანმიმდევრობა
0  -  1
ლოგიკური კავსირები გამოყენებულია
0  -  1
ინფორმაციის წყაროები დაზუსტებულია
0  -  1

1. პროექტის სახელი: ჩვენი ქვეყნის გენიოსები
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:  მოსწავლეები მოიძიებენ   ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის გენიოსების  შესახებ ქართულ ენაზე (ქართული როგორც მეორე ენა)
3. პროექტი აქტუალობა: პროექტის მონაწილეები  მუშაობენ და იკვლივენ შემდეგ საკითხებს: ვინ არიან ჩვენი ქვეყნის გენიოსები; რითი გაითქვა ამ ხალხმა სახელი;
რამდენად პოპულარულნი არიან; რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი მიღწევები კაცობრიობისთვის და რა დაუტოვეს ჩვენს  კაცობრიობასრაც,რაც ხელს უწყობს კონსტრუქციების ზუსტ წყობას,ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,ინფორმაციის მოძიებას და გამდიდრებას.
4. პროექტის მიზნები: უკეთ გაიცნონ და შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის გენიოსები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15 წელი (მეცხრე კლასი)
6. ვადები/ხანგრძლივობა:7–8 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ქ.მ.V.2. მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ამბავი, ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა) მოსმენა და გაგება.
ქ.მ.V.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო  სტრატეგიების გამოყენება.
ქ.მ.V.7. მოსწავლეს შეუძლია მოსმენაში დამუშავებული ტექსტების წაკითხვა
ქ.მ.V.9.   მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის ტექსტების წაკითხვა და გაგება.
ქ.მ.V.13. მოსწავლეს შეუძლია კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის გამოჩენა.
ქ.მ.V.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერის ელემენტარული უნარ-ჩვევები.

ქ.მ.V.16. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
ქ.მ.V.19. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.
ქ.მ.V.20. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვ  აუცილებელი უნა-ჩვევები.

ქ. მ. V. 21. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

ქ.მ.V.22. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად საუბარი.

ქ.მ.V.23. მოსწავლე შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს ელემენტარული  ენობრივი უნარ-ჩვევები.

ქ.მ.V. 24. მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.


ქ.მ.V.26   მოსწავლეს შეუძლია  ორგანიზება გაუწიოს სასწავლო საქმიანობას.

ქ.მ.V.27. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაბმა.

ქ.მ.V.28. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.
ქ.მ.V.31. ოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ.V.32.  მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან. 
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალამი, ფურცელი, სახელმძღვანელო, პლაკატები, კომპიუტერი– Google. Ge საძიებო სისტემა
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები): კლასი გაეცნობა პროექტის მტავარ იდეას,  ინფორმაციის მოძიებას, ,შესაბამისად გენიოსების პლაკატებისა და ილუსტრაციების მოძიებას.
აქტივობა 1. დავყოთ კლასი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა კონკრეტულად მითითებული გენიოსების შესახებ შესაბამისი  დავალება.
აქტივობა 2. განსაზღვრულ დროში შეასრულონ დავალება და გავაკეთო შენიშვნები (თუ საჭიროებს).
აქტივობა 3. მოვისმენთ მოძიებულ კომპოზიციებს და შევარჩევთ საუკეთესოს.
აქტივობა 4. შევარჩიოთ საუკეთესო კარიკატურები და ილუსტრაციები.
აქტივობა 5. დავგეგმოთ კარნავალი და მოვაწყოთ ფრაგმენტების ინსცენირება.

10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, ისტორია - გაეცნობიან ეპოქას, ტრადიციებს, ადამიანთა წვლილს კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
ხელოვნება - ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში (ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია), პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
მუსიკა - მოსწავლე ეცნობა მუსიკალურ ნაწარმოებებს, მუსიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროფესიებს, შეარჩევს და მიოძიებს წარმოდგენისთვის საჭირო მუსიკალურ, ლიტერატურულ მასალას და იყენებს კარნავალის მუსიკალურ გაფორმებაში, განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს
უცხო ენები - მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, ახარისხებს, თარგმნის.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება
1
1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თინათინი გოზალიშვილი
1
2. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tikogozali@gmail.ge                                                             13.ბლოგიhttp://tikogozali.blogspot.com/